25 იანვრიდან ინგლისურ ენაში მართლწერის ეროვნული კონკურსი იწყება!

მოსწავლეების საყურადღებოდ! 


25 იანვრიდან ინგლისურ ენაში მართლწერის ეროვნული კონკურსი იწყება, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ 6-12 კლასის მოსწავლეებს. კონკურსი ჩატარდება სამ: ადგილობრივი, რეგიონალურ და ეროვნულ ეტაპად, 6-8 კლასებისათვის და 9-12 კლასებისთვის.


მსურველებს გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს და დაიწყოთ სიტყვების სწავლა, ხოლო 15 იანვრიდან დარეგისტრირდეთ თქვენს ინგლისური ენის მასწავლებლებთან, რათა მიიღოთ მონაწილეობა პირველ ეტაპში. თითო საფეხურიდან გამოვლინდება მხოლოდ ორი გამარჯვებული.


კომაროვის სკოლა წარმატებებს გისურვებთ! 


 


ზემოთ